23 ივნისი

 უმაღლესი საბჭოს წევრები, აჭარის, აფხაზეთის მთავრობებისა და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ ორგანიზებულ „აფხაზეთობის“ ღონისძიებას დაესწრნენ.

 „აფხაზეთობისთვის“ ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო დრამატულ თეატრში რამდენიმე გამოფენა მოეწყო: „კადრებმა აფხაზეთიდან“, ფოტოგამოფენამ - „კოლხური ცივილიზაციის ტომების ჩაცმულობა“ და ჰასან ჰელიმიშის ნახატების ვერნისაჟმა დამთვალიერებლებს ჩვენი საერთო ღირებულებები, ტკივილი და გამოწვევები შეახსენა.

  მუსიკალური ნაწილი მცირემეტრაჟიანი ფილმის - „აღმოაჩინე აფხაზეთის“ ჩვენებით დაიწყო, რის  შემდეგაც, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის „აფხაზეთის“,აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის „არსიანის“ მონაწილეობით გაიმართა კონცერტი, რომელსაც უძღვებოდა აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი ეკა ხოფერია.

განცხადებები

დღის წესრიგი

პრეს-რელიზი