81 ხმით (0 წინააღმდეგი), საქართველოს პარლამენტმა, პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით მიიღო საქართველოს კანონის პროექტები: „მაჭახლის დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ“ და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“.
აჭარის უმაღლესი საბჭოს საკანონმდებლო ინიციატივა სხდომაზე უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ - დავით გაბაიძემ წარადგინა.
საკანონმდებლო პაკეტი მაჭახლის ხეობის ბიომრავალფეროვნებით, ისტორიული და კულტურული თვალსაზრისით გამორჩეული ტერიტორიების დაცვას, აღდგენას და გონივრული გამოყენების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.