უმაღლესი საბჭოში ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2022 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების განხილვის პროცედურები იწყება. გადაწყვეტილება კანონმდებლებმა ბიუროს რიგით მე-11 სხდომაზე მიიღეს.
კანონის პროექტი ბიუროს წევრებს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ - მარინე გვიანიძემ წარმოადგინა. განისაზღვრა წამყვანი კომიტეტი და განხილვის ვადები.
საბიუჯეტო ცვილილებებს საკომიტეტო განხილვებზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი - ჯაბა ფუტკარაძე წარმოადგენს.