16 ივნისი

  აჭარის უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ - ლადო მგალობლიშვილმა ჰანზას პარლამენტის წარმომადგენელსა და პროექტების მენეჯერს - ქრისტიან ვილდტსა და ორგანიზაცია - აღმოსავლეთ ევროპის საბინაო ინიციატივა (IWO) პროექტის მენეჯერს - იოჰან შტრეიზეს უმასპინძლა.

  გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, რომელსაც სსიპ „აჭარის დასაქმების სააგენტოს“ ხელმძღვანელი - თემურ კახიძე ესწრებოდა, ყურადღება გამახვილდა საქართველოში დუალური განათლების მოდელის დანერგვის ხელშეწყობაზე და შესაბამისი სასწავლო პროგრამების მხარდაჭერაზე როგორც ქვეყნის მასშტაბით, ისე აჭარაში.

  როგორც აღინიშნა, უცხოელი სტუმრების ვიზიტის მიზანი რეგიონის საჭიროებების იდენტიფიცირება და სამომავლო თანამშრომლობისთვის საკითხებზე შეთანხმებაა.

  ლადო მგალობლიშვილმა საკანონმდებლო კუთხით თანამშრომლობაზე მზადყოფნა გამოხატა და სტუმრებს მადლობა გადაუხადა ჩვენს ქვეყანაში ამ მიმართულებით განხორციელებული პროექტების მხარდაჭერისათვის.

    

 

განცხადებები

დღის წესრიგი

პრეს-რელიზი