16 ივნისი

  უმაღლესი საბჭო პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხას 29-დან 60-მდე ზრდის.  შესაბამისი დადგენილება - „საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესის, პირობებისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ უმაღლესმა საბჭომ დღეს მიიღო.

 დოკუმენტი, უმაღლესი საბჭოს ღია მმართველობის 2020-2021 სამოქმედო გეგმით აღებული ვალდებულების (№11) შესაბამისად მომზადდა, რომელიც უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე დოკუმენტების ადვილად დასამუშავებელ ფორმატში განთავსებას, ასევე,  პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის ნუსხის გაზრდას ითვალისწინებდა.

 დადგენილება, რომლის ავტორები არიან უმაღლესი საბჭოს ღია მმართველობის საბჭოს წევრები: დავით გაბაიძე, ტიტე აროშიძე, დავით ბაციკაძე, მარინე გვიანიძე, ლაშა სირაბიძე და ფრიდონ ფუტკარაძე, საკანონმდებლო ორგანოს ღიაობას, გამჭვირვალობას და ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს.

 

 

განცხადებები

დღის წესრიგი

პრეს-რელიზი