16 ივნისი

  აჭარის უმაღლესი საბჭოში საგაზაფხულო სესია  პლენარული სხდომით დაიხურა. დღის წესრიგის მცირედი ცვლილებისა და განცხადებების შემდეგ, კანონმდებლებმა საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს 2021 წლის საქმიანობის ანგარიში მოისმინეს, რომელიც  მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარემ - გიგა ჩხარტიშვილმა წარმოადგინა.

  მომხსენებელმა მაუწყებლის გამოწვევების, პროგრამული პრიორიტეტების, სამაუწყებლო პოლიტიკის, ბიუჯეტისა და მისი შესრულების, სოციოლოგიური კვლევების შედეგების, რეიტინგების, შიდა და გარე აუდიტის დასკვნების შესახებ დეტალური ინფორმაცია წარმოადგინა, უპასუხა კანონმდებელთა კითხვებს და მოისმინა მათი მოსაზრებები.

  გიგა ჩხარტიშვილის მიერ წარმოდგენილი ანგარიში უმაღლესმა საბჭომ ცნობად მიიღო.

  სხდომაზე  დადგენილების პროექტი ,,საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესის, პირობებისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ“, უმაღლესი საბჭოს წევრმა - დავით გაბაიძემ წარმოადგინა.

  მისი განცხადებით, პროექტის თანახმად,  თითქმის ორჯერ იზრდება პროაქტიულად გამოსაქვეყნებელ საკითხთა ნუსხა და დადგენილების მიღების შემდგომ, საზოგადოების ფართო ფენებს, დაინტერესებულ პირებს  პროაქტიულად წვდომის საშუალება  29- ის ნაცვლად,  65-მდე  სახის ინფორმაციაზე ექნებათ.

 კანონმდებლებმა დადგენილების პროექტი 12 ხმით მიიღეს.

  მსჯელობის შემდეგ დამტკიცდა სხდომის ბოლო საკითხიც -  დადგენილების პროექტი ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2023 წლის ბიუჯეტის პროექტის დამტკიცების შესახებ“, სხდომაზე საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ - მარინე გვიანიძემ წარმოადგინა.

 

    

     

 

განცხადებები

დღის წესრიგი

პრეს-რელიზი