15 ივნისი

  16 ივნისს, აჭარის უმაღლეს საბჭოში, საგაზაფხულო სესია პლენარული სხდომით დაიხურება. სხდომის დღის წესრიგი კანონმდებლებმა ბიუროს რიგით მე-10 სხდომაზე განსაზაღვრეს.

  სხდომის დასაწყისში უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ - დავით გაბაიძემ, საკანონმდებლო ორგანოს სახელით, ტელეკომპანია „ტვ25-ს“ დაბადების დღე მიულოცა და მის თანამშრომლებს წარმატებები უსურვა. 

  ბიურომ, დღის წესრიგის პირველ საკითხად, დეპუტატთა ჯგუფის მიერ ინიცირებული საკანონმდებლო პაკეტი განიხილა. შესაბამისი მოხსენება საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ - ლადო მგალობლიშვილმა წარმოადგინა. მისი განცხადებით, პაკეტი ორი კანონის პროექტს მოიცავს და ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“  კანონსა და უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში  ცვლილებებს ითვალისწინებს.

  ბიურომ მხარი დაუჭირა პროექტის პლენარულ სხდომაზე გატანას.

 

განცხადებები

დღის წესრიგი

პრეს-რელიზი