14 ივნისი

 14 ივნისი, საქართველოში შეზღუდულ შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღედ, ქვეყნის პარლამენტის მიერ, 2000 წელს გამოცხადდა.

 სახელმწიფო პოლიტიკა, რომელიც ამ მიმართულებით ხორციელდება, მიზნად ისახავს შშმ პირთა არა მხოლოდ საზოგადოებაში მაქსიმალურ ინტეგრაციას, არამედ მათ განვითარებასა და შესაძლებლობების ღირსეულად წარმოჩენას.

 ჯანდაცვა, დასაქმება, სოციალური დაცვა, განათლების ხელმისაწვდომობა, ხარისხი, ასევე ხელმისაწვდომი ინკლუზიური გარემოსა და ინფრასტრუქტურის შექმნა ჩვენი სახელმწიფოს ერთ-ერთი პრიორიტეტია, რომლის განხორციელებაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების თვითრეალიზებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

განცხადებები

დღის წესრიგი

პრეს-რელიზი