აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები - ფრიდონ ფუტკარაძე, ფატი ხალვაში და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის აპარატის წარმომადგენლები, ქედის მუნიციპალიტეტში, ირმა ხვიჩიას სარეაბილიტაციო ცენტრის ფილიალის გახსნის ღონისძიებას დაესწრნენ.
"ირმა ხვიჩიას სარეაბილიტაციო ცენტრი ქალაქ ბათუმში წარმატებით ფუნქციონირებს. იქ მომუშავე სპეციალისტებს არაერთი ადამიანი ემადლიერება და სასიხარულოა, რომ ანალოგიური მომსახურებით ამიერიდან ქედის მცხოვრებლებიც ისარგებლებენ. ახალი ფილიალი არა მხოლოდ ქედის, არამედ მის ირგვლივ მდებარე სოფლების მოსახლეობასაც მოემსახურება.
საგულისხმოა, რომ აქაც, ისევე როგორც ბათუმში, მოქალაქეებს თანამედროვე სტანდარტების აღჭურვილობასთან ერთად, პროფესიონალებისა და გამოცდილი სპეციალისტების გუნდი დახვდებათ",- აღნიშნეს უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლებმა.