10 ივნისი

  უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე პლენარული სხდომა  აჭარის 2021 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის განხილვით დაიწყო.

  ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა - ჯაბა ფუტკარაძემ ძირითადი საბიუჯეტო პარამეტრების, რეგიონისთვის მნიშვნელოვანი პროექტებისა და პროგრამების შესახებ დეტალური ინფორმაცია წარმოადგინა და აღნიშნა, რომ მიუხედავად პანდემიისა, შარშან, აჭარაში არც ერთი პროექტი არ შეჩერებულა. ამასთან, მისი განცხადებით, 2021 წელს დაწყებული პროექტების ნაწილი წელსაც გრძელდება.

  სხდომაზე თანამომხსენებლის სტატუსით - აუდიტის დეპარტამენტის უფროსი აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში - კახაბერ კირტავა წარსდგა, რის შემდეგაც მომხსენებლებმა უპასუხეს კანონმდებელთა კითხვებს, მოისმინეს მათი შეფასებები და მოსაზრებები წარმოდგენილ ანგარიშთან დაკავშირებით.

  ამავე სხდომაზე,  ჯაბა ფუტკარაძე, „მინისტრის საათის“ ფორმატში,  აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საქმიანობის შესახებ,  მოხსენებით წარსდგა.

  მინისტრმა ყურადღება გაამახვილა საინვესტიციო პოლიტიკაზე, სოციალურ, ინფრასტრუქტურულ, ტურიზმისა და სხვადასხვა მიმართულებით განხორციელებულ პროექტებზე, რეგიონის პოპულარიზაციის მიზნით გატარებულ ღონისძიებებსა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე. კითხვა-პასუხის დასრულების შემდეგ, უმაღლესი საბჭოს წევრებმა, წარმოდგენილ ანგარიშთან დაკავშირებით, შეფასებები გააკეთეს.

  მინისტრის მიერ წარმოდგენილი ორივე ანგარიში კანონმდებლებმა ცნობად მიიღეს.

 

    

    

განცხადებები

დღის წესრიგი

პრეს-რელიზი