5 ივნისს, გარემოს დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, გამწვანების აქცია მოეწყო, რომელშიც აჭარის უმაღლესი საბჭოს აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე - ფრიდონ ფუტკარაძე, სოფლის მეურნეობის მინისტრთან - ზაზა შავაძესთან და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტებთან ერთად მონაწილეობდა.
აქცია აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოსა და სსიპ აჭარის სატყეო სააგენტოს მხარდაჭერით გაიმართა. ხელისუფლების წარმომადგენლებმა და ახალგაზრდებმა ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ თიკერის სატყეო მეურნეობაში მარადმწვანე ფიჭვის ნერგები დარგეს.