აჭარის უმაღლეს საბჭოში გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და „სოფლის განვითარების გაუმჯობესება საქართველოში ENPARD 3-ის“ პროექტის წარმომადგენლებს უმასპინძლეს.
უმაღლესი საბჭოს აგრარულ და გარემოს დაცვის, საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტების თავმჯდომარეებმა - ფრიდონ ფუტკარაძემ, მარინე გვიანიძემ და გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ - ფატი ხალვაშმა, სტუმრებთან, სოფლად მცხოვრებ ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებაზე, საკანონმდებლო ორგანოში შემოსულ პეტიციებსა და თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს.
სამუშაო შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა მაღალმთიან აჭარაში ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობის თვალსაზრისით არსებულ ვითარებაზე, საჭიროებებსა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე.
გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ეკონომიკური განვითარების მიმართულების ხელმძღვანელმა - გიორგი ნანობაშვილმა, „სოფლის მეურნეობაში პროფესიული სისტემის მოდერნიზება“ პროექტის ხელმძღვანელმა - ელენე ცხაკაიამ, „სოფლის განვითარების გაუმჯობესება საქართველოში ENPARD 3-ის“ პროექტის ეკონომიკური განვითარების კოორდინატორმა - გიორგი ციმინტიამ და ამავე პროექტის კოორდინატორმა აჭარაში - ვახტანგ კონცელიძემ, უმაღლესი საბჭოს წევრებს უკვე განხორციელებულ, მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე მიაწოდეს ინფორმაცია.
სამუშაო შეხვედრაზე გამოიკვეთა საკითხები, რომლებიც აქტიური თანამშრომლობითა და კოორდინირებული მუშაობით ხელს შეუწყობს აჭარაში ქალთა ეკონომიკური მხარდაჭერის თვალსაზრისთი დაგეგმილი პროექტების ეფექტურად განხორციელებას.