აჭარის უმაღლეს საბჭოს სკოლა „ევრო 2000-ის“ სამოქალაქო განათლების კლუბის წევრები სტუმრობდნენ. მოსწავლეებმა საკანონმდებლო ორგანოში ექსკურსია ახალი ვებპლატფორმის - chaerte.sca.ge-ის საშუალებით ჩანიშნეს.
ახალგაზრდებს უმაღლესი საბჭოს მოქალაქეთა ჩართულობის ცენტრში უმასპინძლეს. სტუმრებს უმაღლესი საბჭოს შენობის ისტორია, საკანონმდებლო ორგანოს სტრუქტურა, საქმიანობის სპეციფიკა და პრინციპები ჩართულობის ცენტრის ხელმძღვანელმა - ცირა ხაჯიშვილმა გააცნო.
მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხების მიღების შემდეგ, მოსწავლეებმა დაათვალიერეს უმაღლესი საბჭოს შენობა, სხდომათა დარბაზი, შეხვდნენ ადამიანის უფლებათა დაცვის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტების თავმჯდომარეებს - ცოტნე ანანიძესა და ილია ვერძაძეს. უმაღლესი საბჭოს წევრებმა საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობაში ახალგაზრდების და ზოგადად, მოქალაქეთა ჩართულობის მნიშვნელობასა და სიახლეებზე მიაწოდეს ინფორმაცია.