16 მაისი

 აჭარის უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის ინიციატივით, ბათუმში, სასტუმრო " ჰილტონში", მოქალაქეთა პირველ ელექტრონულ პეტიციასთან - „ქალთა სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერება აჭარაში“ დაკავშირებული სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

 პეტიციასთან ერთად, შეხვედრის მონაწილეები გაეცნენ აჭარის უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის ხედვას მის შესრულებაზე. კომიტეტის თავმჯდომარემ - მარინე გვიანიძემ, პეტიციის ავტორმა - თამილა ფუტკარაძემ, აჭარის უმაღლესი საბჭოს გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საბჭოს თავმჯდომარემ - ფატი ხალვაშმა, უმაღლესი საბჭოს წევრებმა პეტიციის მნიშვნელობაზე, რეგიონში არსებულ ვითარებაზე, გამოცდილებასა და საჭიროებებზე ისაუბრეს.

 შუახევის მუნიციპალიტეტის პროგრამის - „ქალთა სოციალური და ეკონომიკური გაძლიერება“ 2021 წლის გამარჯვებული ბენეფიციარმა - თამარ ქარცივაძემ, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ, მუნიციპალიტეტების მერებმა და წარმომადგენლებმა ქალთა სოციალურ-ეკონომიკურ გაძლიერებასთან დაკავშირებით მოსაზრებები გამოთქვეს და პეტიციის რეალიზების მხარდაჭერის გზებზე ისაუბრეს.

 შეხვედრაში zoom -ის პლატფორმის საშუალებით მონაწილეობდნენ: გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), ადამიანის უფლებების გენდერული თანასწორობის და სოციალური ინკლუზიის პროგრამების მენეჯერი საქართველოში - ლელა აქიაშვილი, მუნიციპალიტეტების გენდერული თანასწორობის საბჭოების წარმომადგენლები, დაინტერესებული მოქალაქეები.

განცხადებები

დღის წესრიგი

პრეს-რელიზი