„2021 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მზადაა პლენარულ სხდომაზე გასატანად,“ - აღნიშნა საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ - მარინე გვიანიძემ კომიტეტის მორიგ სხდომაზე. ანგარიში წამყვან კომიტეტს ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა წარუდგინა.
ჯაბა ფუტკარაძემ უმაღლესი საბჭოს წევრებს ბიუჯეტის ძირითადი პარამეტრების, რეგიონისთვის მნიშვნელოვანი პროექტებისა და პროგრამების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა და აღნიშნა, რომ მიუხედავად პანდემიისა, შარშან, აჭარაში არც ერთი პროექტი არ შეჩერებულა.
კითხვა-პასუხის შემდეგ, კანონმდებლებმა ჯაბა ფუტკარაძის კიდევ ერთი მოხსენება მოისმინეს. მინისტრის მიერ წარმოდგენილი 2022 წლის რეპუბლიკური ბიუჯეტის პირველი კვარტლის შესრულების მიმოხილვა კომიტეტმა ცნობად მიიღო.