აჭარის უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე - მარინე გვიანიძე ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაში მონაწილეობდა. შეხვედრა ტურისტული სეზონისთვის მზადებასა და შესაბამის ღონისძიებებს დაეთმო.
რეგიონში მიმდინარე პროექტებზე, განახლებულ ტურისტულ პროდუქციასა და სეზონის მოლოდინებზე საუბრის პარალელურად, ტურიზმის აღდგენის ტენდენციებზე, ტურისტთა მოზიდვის სტრატეგიასა და მიმდინარე პროექტებზე აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა პრეზენტაცია წარმოადგინა.