05 მაისი

 უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომიტეტებმა მხარი დაუჭირეს აჭარის 2021 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების წლიურ  ანგარიშთან დაკავშირებით რეგლამენტით გათვალისწინებული პროცედურების გაგრძელებას. გადაწყვეტილება კანონმდებლებმა ორი კომიტეტის ერთობლივ სხდომაზე მიიღეს, რომელსაც ილია ვერძაძე უძღვებოდა.

 ანგარიშები აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის,  ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრებმა - ჯაბა ფუტკარაძემ და ნინო ნიჟარაძემ წარმოადგინეს.

 კანონმდებლებმა ამავე სხდომაზე მოისმინეს და ცნობად მიიღეს ორივე მინისტრის მიერ წარმოდგენილი 2022 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის პირველი კვარტლის შესრულების მიმოხილვა.

      

 

განცხადებები

დღის წესრიგი

პრეს-რელიზი