უმაღლესი საბჭოში აჭარის 2022 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის პირველი კვარტლის შესრულების ანგარიშის განხილვის პროცედურები იწყება. განისაზღვრა წამყვანი კომიტეტი და განხილვის ვადები. შესაბამისი გადაწყვეტილება უმაღლესი საბჭოს ბიურომ რიგით მე-6 სხდომაზე მიიღო. საკითხი ბიურო წევრებს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ - მარინე გვიანიძემ წარუდგინა.
განხილვის პროცედურები იწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს 2021 წლის საქმიანობის ანგარიშთან დაკავშირებითაც. ბიურომ, წამყვან და სავალდებულო კომიტეტებთან ერთად, განსაზღვრა განხილვის ვადებიც.