უმაღლესი საბჭოს წევრები - ფრიდონ ფუტკარაძე და ლაშა სირაბიძე, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე - მარინა ზანაქიძე, ქედის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებთან ერთად, დაბა ქედისა და პირველი მაისის მცხოვრებლებს შეხვდნენ.
რეგიონში მიმდინარე მნიშვნელოვანი პროექტები, ადგილობრივთა გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები, შეხვედრის უმთავრესი თემები იყო.
ხულოს, შუახევის, ქედისა და ხელვაჩაურის მაჟორიტარმა დეპუტატმა აჭარის უმაღლეს საბჭოში - ფრიდონ ფუტკარაძემ მოსახლეობას ახალი ვებპლატფორმის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია:
„Chaerte.sca.ge თქვენთვის შეიქმნა და მისი საშუალებით ნებისმიერ თქვენგანს სახლიდან გაუსვლელად შეუძლია: ელექტრონული პეტიციების წარდგენა, მხარდაჭერა, კანონპროექტზე კომენტარის გაკეთება, უმაღლესი საბჭოსთვის განცხადებით მიმართვა, საშვის ელექტრონულად მოთხოვნა, სხდომებზე დასწრება,“ - განაცხადა ფრიდონ ფუტკარაძემ და შეხვედრის მონაწილეებს გვერდის მუშაობის სპეციფიკა გააცნო.
უმაღლესი საბჭოს წევრები ადგილობრივებს, არსებული გამოწვევების მოგვარების მიზნით, კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამის უწყებებთან შუამდგომლობას დაჰპირდნენ.