აჭარის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის თავმჯდომარეები - დავით გაბაიძე და თორნიკე რიჟვაძე, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტთან, მეუფე დიმიტრისთან მიღებაზე იმყოფებოდნენ.
საპატრიარქოს რეზიდენციაში გამართული შეხვედრის შემდეგ, დავით გაბაიძე და თორნიკე რიჟვაძე, ქალაქ ბათუმის მერთან- არჩილ ჩიქოვანთან და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, ბათუმის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარში მივიდნენ, სადაც სადღესასწაულო ლიტურგია ჩატარდა.