19 აპრილი

 აჭარის  უმაღლესი საბჭოს ბიურომ  2022 წლის საგაზაფხულო სესიაზე, მინისტრის საათის შემდეგ, პოლიტიკურ დებატებში გამომსვლელთა თანმიმდევრობა და 21 აპრილის მორიგი პლენარული სხდომის დღის წესრიგის პროექტი განსაზღვრა.

 უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის დავით გაბაიძის განცხადებით, პლენარული სხდომაზე  ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ“და  ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ“ კანონებში შესატანი ცვლილებების პროექტების განხილვის შემდეგ, „მინისტრის საათის“ ფორმატში, აჭარის სოფლის მეურნეობისა და ჯანმრთელობისა და სოციალურო დაცვის მინისტრებს მოუსმენენ.
 ბიურომ უმაღლეს საბჭოში შემოსული პეტიციის -  „აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ქალთა სოციალური-ეკონომიკური გაძლიერება/მხარდაჭერის მიზნობრივი პროგრამის შემუშავება“ განხილვასთან დაკავშირებით, განსაზღვრა წამყვანი კომიტეტი და განხილვის ვადები. 

 

განცხადებები

დღის წესრიგი

პრეს-რელიზი