ომის დაწყების შემდეგ, უკრაინიდან ჩამოსული ბავშვები აჭარის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში აგრძელებენ სწავლას, საქართველოს სხვა რეგიონების მსგავსად.
უკრაინელი მოსწავლეები, რომლებიც ქალაქ ბათუმის მე-3 საჯარო სკოლაში გამარტივებული წესით ჩაირიცხნენ, აჭარის უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის კომიტეტის თავმჯდომარემ - დავით ბაციკაძემ და განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა - მაია ხაჯიშვილმა მოინახულეს.
დავით ბაციკაძის განცხადებით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, უკრაინიდან დევნილ ბავშვებს, ჩვენს ქვეყანაში არსებულ სასწავლო დაწესებულებებში იმავე კლასში შეუძლიათ სწავლის გაგრძელება, რომელშიც ისინი სამშობლოში სწავლობდნენ.
დღეის მონაცემებით, საქართველოს სკოლებში 590 უკრაინელი ბავშვი სწავლობს, აქედან 213- აჭარაში.