საქართველოს პარლამენტმა, აჭარის უმაღლესი საბჭოს საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებას ითვალისწინებს, მესამე მოსმენით - 80 ხმით (არცერთი წინააღმდეგი) მიიღო.
აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის - დავით გაბაიძისა და უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის - ვლადიმერ მგალობლიშვილის ავტორობით მომზადებული კანონპროექტი სხდომაზე ლადო მგალობლიშვილმა წარადგინა.
მისი განცხადებით, „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილების მიღებით, ავტონომიური რესპუბლიკების დაქვემდებარებაში არსებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს, დასაქმებისა და ახალზრდობის სფეროში, გრანტის გაცემის უფლებამოსილება ენიჭებათ.