აჭარის უმაღლესი საბჭოს გენდერული თანასწორობის საბჭოს თავჯდომარე - ფატი ხალვაში, გენდერული თანასწორობის საბჭოს 2021-2023 წლის სამოქმედო გეგმის ფარგლებში, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული პროგრამების მართვისა და უწყვეტი განათლების ცენტრის დირექტორს - მადონა მიქელაძეს შეხვდა.
სამუშაო შეხვედრის მთავარი მიზანი აჭარის სკოლებში, პროფესიული განათლების, საინფორმციო-ტექნოლოგიური მიმართულების (STEM პროფესიები) შესახებ ცნობადობის ამაღლება და წამახალისებელი შეხვედრების დაგეგმვა იყო.
ფატი ხალვაშის განმარტებით, აქტივობა გათვლილია დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებზე და ის აჭარის ყველა მუნიციპალიტეტს მოიცავს.