საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს, ქვეყნის თავისუფლებისათვის დაღუპულები გაიხსენეს ბათუმში.
აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრებმა, ადგილობრივი ხელისუფლების, საზოგადოების, სტუდენტი-ახალგაზრდობისა და ჩოხოსანთა აჭარის სადროშოს წარმომადგენლებმა გმირთა ხეივანში, ყვავილებით შეამკეს 9 აპრილის მემორიალი და წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს 1989 წლის 9 აპრილს გმირულად დაღუპულთა ხსოვნას.
33 წლის წინ, ზუსტად ამ დღეს, ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ახალი ფურცელი ჩაიწერა. 9 აპრილს დაღუპული 21 ადამიანის თავგანწირვას უშედეგოდ არ ჩაუვლია და1991 წლის 9 აპრილი დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ გამოცხადდა.
საქართველოს თავისუფლებისათვის დაღუპულებს პატივი მიაგეს ბათუმში სტუმრად მყოფმა პოლონეთის საელჩოს პირველმა მდივანმა - აგნეშკა გორალსკიმ და ელჩის მრჩეველმა რაფალ ვენგელმა.
9 აპრილის გმირების ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიებები აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში გაიმართა.