08 აპრილი

 უმაღლესი საბჭოს კომიტეტებსა და ფრაქციებში აჭარის 2021 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის განხილვის პროცედურები იწყება. გადაწყვეტილება კანონმდებლებმა ბიუროს რიგით მე-4 სხდომაზე მიიღეს. საკითხი ბიუროს წევრებს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ - მარინე გვიანიძემ წარუდგინა. განისაზღვრა წამყვანი კომიტეტი და განხილვის ვადები.

 ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილება, რომელიც სხდომაზე საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ - ლადო მგალობლიშვილმა წარმოადგინა, ბიუროს გადაწყვეტილებით, მზადაა პლენარულ სხდომაზე განხილვისთვის.

  ბიუროს წევრებმა მხარი დაუჭირეს აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის - ფრიდონ ფუტკარაძის მიერ  წარმოდგენილ კომიტეტთან არსებული საკონსულტაციო საბჭოს დებულებას.
  სხდომაზე განიხილეს და ცნობად მიიღეს უმაღლესი საბჭოს კომიტეტების 2022 წლის სამოქმედო გეგმები.

  ბიურომ მხარი დაუჭირა უმაღლესი საბჭოს ბიუჯეტის დეტალურ განწერაში შესატან ცვლილებას, რომელიც საკანონმდებლო ორგანოს აპარატის უფროსმა - ზურაბ ჭურკვეიძემ წარმოადგინა.