6 აპრილს, 12:00 საათზე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში გაიმართება ახალი ონლაინპლატფორმის - chaerte.sca.ge-ს პრეზენტაცია. მასში მონაწილეობა ყველა დაინტერესებულ პირს Zoom პლატფორმის მეშვეობით შეუძლია (შეხვედრის ბმული: https://undp.zoom.us/j/87673832681).
Chaerte.sca.ge შეიქმნა უმაღლესი საბჭოს ღია მმართველობის საბჭოს 2021-2022 წლების სამოქმედო გეგმის ფარგლებში, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობაში მოქალაქეების ჩართულობის გაზრდის უზრუნველსაყოფად.
„ჩაერთე-ს“ საშუალებით დაინტერესებული პირები ისარგებლებენ: სხვადასხვა ელექტრონული სერვისით, ჩაერთვებიან პლენარული და საკომიტეტო სხდომების საქმიანობაში, მონაწილეობას მიიღებენ საჯარო კონსულტაციებში, გაეცნობიან საზოგადოებრივი ინტერესის მატარებელ სხვა ინფორმაციას.
პლატფორმა სრულად ხელმისაწვდომია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის და გააჩნია ხელმისაწვდომობის ერთ-ერთი ყველაზე მოწინავე სტანდარტი საქართველოში (პასუხობს WCAG AA დონის გლობალურ სტანდარტებს თითქმის სრულად).
პლატფორმა შემუშავდა ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის - „საპარლამენტო დემოკრატიის კონსოლიდაცია საქართველოში“ ფარგლებში, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტთან (IDFI) თანამშრომლობით.