უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც ლადო მგალობლიშვილი უძღვებოდა, დღის წესრიგის პირველ საკითხად, ამავე კომიტეტის 2022 წლის სამოქმედო გეგმა განიხილეს და დაამტკიცეს.
კანონმდებლებმა განიხილეს და ცნობად მიიღეს უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის 35-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული უფლების უმაღლესი საბჭოს ფრაქციების მიერ 2021 წლის საშემოდგომო სესიაზე გამოყენების შესახებ ლადო მგალობლიშვილის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია.
სხდომაზე ასევე განიხილეს უმაღლესი საბჭოს წევრების - დავით გაბაიძისა და ლადო მგალობლიშვილის მიერ ინიცირებული კანონის პროექტი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, რომელიც კომიტეტმა პლენარული სხდომისთვის მომზადებულად მიიჩნია.
კომიტეტის წევრებმა იმსჯელეს სხვადასხვა საკითხზეც.