აჭარის უმაღლესი საბჭოს აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე - ფრიდონ ფუტკარაძე, სასტუმრო „რედისონში“, „მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების ასოციაციის (SMEDA) პირველ ბიზნესფორუმს დაესწრო.
ფორუმს, რომლის მიზანი ასოციაციის მიზნების, სტრატეგიის, ამოცანებისა და აჭარაში განსახორციელებელი აქტივობების საზოგადოებისა და ბიზნესსექტორისთვის გაცნობაა, ადგილობრივი ხელისუფლების, მცირე და საშუალო ბიზნესის, საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების ასოციაცია (SMEDA) ბიზნეს და საჯარო სექტორთან, ადგილობრივ და საერთაშორისო დონორებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, საფინანსო ინსტიტუტებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობით, რეალური და კონკურენტული გარემოს ხელშეწყობაზეა ორიენტირებული.