ბათუმში, ახალ ბულვარში, მარია და ლეხ კაჩინსკების პროსპექტზე, პოლონეთისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრებმა - მათეუშ მორავიეცკიმ და ირაკლი ღარიბაშვილმა, ტრაგიკულად დაღუპული ლეხ კაჩინსკის ძეგლი ერთობლივად გახსნეს.
ძეგლის დადგმის იდეის ერთ-ერთი ინიციატორი, პოლონელ და ქართველ კოლეგებთან ერთად, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძეა.
ძეგლის ავტორები არქიტექტორი, საქართველოს არქიტექტორთა კავშირის წევრი - ოლეგ პატარიძე და მოქანდაკე, საქართველოს მხატვართა კავშირის წევრი - თეიმურაზ მახარაძე არიან.