აჭარის უმაღლეს საბჭოში პირველი პეტიცია დარეგისტრირდა. „აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ქალთა სოციალური-ეკონომიკური გაძლიერება/მხარდაჭერის მიზნობრივი პროგრამის შემუშავების თაობაზე“, წარმოდგენილი პეტიცია უმაღლესი საბჭოს ოფიციალური ვებგვერდის ვებ-ჩანართზე: https://chaerte.sca.ge/ge/petitions დღეს გამოქვეყნდა.
ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია ვებგვერდზე განთავსებიდან 1 თვის განმავლობაში მხარი დაუჭიროს მიმდინარე პეტიციის განაცხადს.