აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ სამშენებლო მასალებისა და დეველოპერების მე-11 საერთაშორისო გამოფენა - “BATUMI BUILD 2022” დაათვალიერა.
გამოფენაზე წარმოდგენილია ახალი ტექნოლოგიები, 60-მდე უცხოური და ქართული კომპანიების პროდუქცია, სამშენებლო მასალები, დანადგარები, სამშენებლო აღჭურვილობა, კონდიცირებისა და გაგრილების სისტემები, არქიტექტურული ტექნოლოგიები, ასევე ინტერიერის და ექსტერიერის დიზაინი.
კომპანია „GEONET ESPO-ს“ მიერ ორგანიზებულ გამოფენას ბათუმის სპორტის სასახლე მასპინძლობს.