აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები, აპარატის თანამშრომლები ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელის - თეა ვადაჭკორიას ტრაგიკულად გარდაცვალების გამო.
არაჩვეულებრივი, სიკეთითა და ადამიანებთან განსაკუთრებულად თბილი ურთიერთობებით გამორჩეული, პროფესიონალი, გულისხმიერი კოლეგა, მეგობარი დააკლდა ბათუმს, თანამშრომლებს, საზოგადოებას, განსაკუთრებით მის ოჯახსა და მცირეწლოვან შვილებს, რომელთა ტკივილიც უსაზღვროა.
ვუსამძიმრებთ ბათუმს შესანიშნავი ადამიანის დაკარგვის გამო.