აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აპარატი აცხადებს ღია, დახურულ და შიდა კონკურსს პროფესიული საჯარო მოხელის შემდეგ ვაკანტურ თანამდებობებზე:
ღია კონკურსი გამოცხადებულია:
- საერთაშორისო ურთიერთობებისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე
დახურული კონკურსი გამოცხადებულია:
- საფინანსო, შესყიდვებისა და ტექნიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტის ინფორმაციული ტექნოლოგიების განყოფილების მესამე რანგის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის პოზიციაზე (ერთი საშტატო ერთეული)
- საფინანსო, შესყიდვებისა და ტექნიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტის ინფორმაციული ტექნოლოგიების განყოფილების მესამე რანგის მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის პოზიციაზე (ერთი საშტატო ერთეული)
შიდა კონკურსი გამოცხადებულია:
- მასმედიასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მასმედიასთან ურთიერთობისა და საინფორმაციო უზრუნველყოფის განყოფილების უფროსის პოზიციაზე
- საფინანსო, შესყიდვებისა და ტექნიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტის საფინანსო უზრუნველყოფისა და შესყიდვების განყოფილების უფროსის პოზიციაზე
- საფინანსო, შესყიდვებისა და ტექნიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტის, საფინანსო უზრუნველყოფისა და შესყიდვების განყოფილების მესამე რანგის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის პოზიციაზე (ერთი საშტატო ერთეული)
- საფინანსო, შესყიდვებისა და ტექნიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტის ტექნოლოგიების განყოფილების უფროსის პოზიციაზე
კონკურსის შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნებულია საჯარო სამსახურის ბიუროს ოფიციალურ ვებგვერდზე www.hr.gov.ge.