საქართველოს ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, სამშობლოს თავისუფლებისთვის ბრძოლაში დაღუპულები გაიხსენეს ბათუმში.
აჭარის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის თავმჯდომარეები - დავით გაბაიძე და თორნიკე რიჟვაძე, უმაღლესი საბჭოს წევრები, აპარატის თანამშრომლები, ქალაქ ბათუმის მერთან - არჩილ ჩიქოვანთან, ხელისუფლებისა და საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად, თავისუფლების მოედანზე შეიკრიბნენ. მათ ყვავილებითა და გვირგვინებით შეამკეს ბათუმისათვის ბრძოლაში გმირულად დაღუპული გენერალ გიორგი მაზნიაშვილის რაზმის მებრძოლებისა და მოხალისეთა საფლავები.
თავისუფლებისთვის დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტშიც. მაღალმთიანი აჭარისა და ხელვაჩაურის მაჟორიტარმა დეპუტატმა აჭარის უმაღლეს საბჭოში - ფრიდონ ფუტკარაძემ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომდგებლებთან ერთად, ყვავილებით შეამკო კომუნისტური რეპრესიების მსხვერპლთა მემორიალი.