10 თებერვალი

 აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ტიტე აროშიძე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ 2022 წელს განსახორციელებელი პროგრამების შესახებ გამართულ პრეზენტაციას დაესწრო.

 პროგრამების შესახებ ინფორმაცია შეხვედრის მონაწილეებს აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა, გიორგი სურმანიძემ მიაწოდა: სამინისტროს 2022 წლის  ბიუჯეტი 1 154 476 ლარით  გაიზარდა და  20 055 441 ლარით განისაზღვრა. იზრდება სასოფლო-სამეურნეო გაერთიანებებისა და სასაოჯახო მეურნეობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამა. გაორმაგებულია სოფლად მეწარმეობის განვითარების ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტები რაოდენობა, 3600 ფერმერს,  საველე პირობებში,  სოფლის მეურნეობის დარგის სხვდასხვა მიმართულებებით გაეწევა  სწავლება-კონსულტირება.  გასული წლის მსგავსად, გაგრძელდება სახნავ- სათესი ფართობების უფასოდ დამუშავება.

 შეხვედრას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.

განცხადებები

დღის წესრიგი

პრეს-რელიზი