აჭარის უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ- ლადო მგალობლიშვილმა პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკისა და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ, საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილი, „გრანტების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის პროექტი წარადგინა.
კანონპროექტის შესაბამისად, „აფხაზეთის ან აჭარის მთავრობის ნორმატიული აქტით შექმნილ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს ექნება გრანტის გაცემის უფლება ახალგაზრდული პროექტების განსახორციელებლად და დასაქმების ხელშესაწყობად.
კანონპროექტის ავტორები არიან - ჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე და უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვლადიმერ მგალობლიშვილი.