27 იანვარი

 უმაღლესი საბჭოს აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ფრიდონ ფუტკარაძე, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილესთან, მირიან ქათამაძესთან ერთად, "საქართველოს ეკონომიკის ცირკულარობის" პროექტის ფარგლებში ეკონომიკის ექსპერტებს შეხვდა.

 შეხვედრაზე საუბარი ეკონომიკის მდგრად განვითარებას, ნარჩენების მართვის ეფექტური სისტემის შექმნასა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს შეეხო.

 შეხვედრას აგროსერვის ცენტრის დირექტორი გოჩა ბერიძე, ციტრუსის მიმღებ-გადამამუშავებელი საწარმოს და ხილის გადამამუშავებელი საწარმო წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

განცხადებები

დღის წესრიგი

პრეს-რელიზი