უმაღლესი საბჭოს აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ფრიდონ ფუტკარაძე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრთან, ჯაბა ფუტკარაძესთან ერთად, ეკონომიკის ექსპერტებს შეხვდა.
„მე, როგორც აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე მოხარული ვარ, რომ მაქვს შესაძლებლობა თქვენთან ერთად, განვიხილო რეგიონისთვის მნიშვნელოვანი თემები,“ - განაცხადა ფრიდონ ფუტკარაძემ.
"საქართველოს ეკონომიკის ცირკულარობის" პროექტის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე საუბარი ეკონომიკის მდგრად განვითარებას, ნარჩენების მართვის ეფექტური სისტემის შექმნასა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს შეეხო.
შეხვედრას ნარჩენების მართვის ობიექტის დირექტორი ნოდარ კონცელიძე ესწრებოდა.