უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ, უმაღლესი საბჭოს წევრებმა - ლადო მგალობლიშვილმა და ილია ვერძაძემ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან, თორნიკე რიჟვაძესთან ერთად, აჭარის წლის საუკეთესო და წარმატებული სპორტსმენები, მწვრთნელები და ჟურნალისტები დააჯილდოეს.
„მიუხედავად პანდემიისა, შეგვიძლია ვიამაყოთ მიღწეული შედეგებით, ცხადია ეს ყველფერი დიდი შრომის ფასად არის მიღწეული, რაც დასაფასებელია, მადლობა ქვეყნის სახელის საერთაშორისო ასპარეზზე ღირსეულად წარმოჩენისათვის“ - განაცხადა დავით გაბაიძემ.
ღონისძიებაზე, რომელზეც დაჯილდოებასთან ერთად უწყების ანგარიში წარადგინეს, აჭარის სპორტის დეპარტამენტის ორგანიზებით ქალაქ ბათუმის მუხრან ვახტანგაძის სახელობის ახალ სასპორტო კომპლექსში გაიმართა.