მაღალმთიანი აჭარისა და ხელვაჩაურის მაჟორიტარმა დეპუტატმა აჭარის უმაღლეს საბჭოში ფრიდონ ფუტკარაძემ, შუახევის მუნიციპალიტეტის მერთან, ომარ ტაკიძესთან ერთად, ენათმეცნიერის, პროფესორ ტარიელ ფუტკარაძის სახელობის სტიპენდიის კონკურსში გამარჯვებულ სტუდენტებს სტიპენდია გადასცა.
„გილოცავთ შობა-ახალ წელს და კონკურსში გამარჯვებას, ჩემთვის დიდი პატივია პროფესორ ტარიელ ფუტკარაძის სახელობის სტიპენდიანტების დაჯილდოება, ვფიქრობ, პროექტი ხელს შეუწყობს ახალგაზრდებში განათლების მიმართ მოტივაციის ამაღლებას“ - განცხადა ფრიდონ ფუტკარაძემ.
კონკურსი მიზანად ისახავს, სწავლაზე ორიენტირებული, მოტივირებული და წარმატებული სტუდენტების წახალისებას.
სტიპენდია, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის ინიციატივით წელს პირველად გაიცა, განკუთვნილია მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტებისთვის.