“უპირველეს ყოვლისა, ვისარგებლებ შემთხვევით და მოგილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს. ჩემთვის დიდი პატივია გიმასპინძლოთ დღევანდელ ღონისძიებაზე, გამომდინარე იქედან, რომ გვაქვს შესაძლებლობა მადლობა გადავუხადოთ და დავაჯილლდოვოთ ადამიანები, რომლებმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აღმშენებლობაში, საზოგადოებრივ განვითარებაში, საზოგადოების რიგ სფეროებში განვითარების აღიარებაში, პოპულარიაზაციაში. ჩვენ აქამდე არ გვქონდა შესაძლებლობა, გამომდინარე იქედან, რომ კანონმდებლობა არ იძლეოდა ამის შესაძლებლობას, თუმცა იცით, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის და საქართველოს კონსტიტუციებმა განიცადეს ცვლილებები, მოგვეცა საშუალება გამოვარჩიოთ და შესაბამისად პატივი მივაგოთ იმ ხალხს ვინც თავისი საქმიანობით, თავისი ცხოვრებით, კვალი დატოვა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განვითარების სხვადსხვა ეტაპზე - განაცხადა დავით გაბაიძემ ღვაწლმოსილი პირების დაჯილდოების ცერემონიაზე“.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში, აჭარის მთავრობის ინიციატივით, ღვაწლმოსილი პირების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა.
უმაღლესი საბჭოსა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარეებმა - დავით გაბაიძემ და თორნიკე რიჟვაძემ დააჯილდოეს პირები, რომლებმაც საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროს განვითარებაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს. დაჯილდოებულთა შორის 2 გარდაცვლილია, რომელთა ჯილდოები მათი ოჯახის წევრებს გადაეცათ.
ტბელ აბუსერისძის I ხარისხის ორდენი - ჯემალ კიკნაძე (გარდაცვალების შემდეგ), ამირან კახიძე და გიორგი გეგუჩაძე;
ტბელ აბუსერისძის II ხარისხის ორდენი - დავით მურვანიძე, გურამ ფუტკარაძე და ლევან შავაძე (გარდაცვალების შემდეგ);
ტბელ აბუსერისძის III ხარისხის ორდენი - გივი ხალვაში;
საპატიო წოდება - მანანა ფაღავა და ლევან ბოლქვაძე.