„უხვი ნალექის შედეგად წარმოქმნილი შეფერხების აღმოფხვრა ზემომთიან აჭარაში თვითმმართველობის წარმომადგენლებთან და შესაბამის უწყებებთან კოორდინირებულ რეჟიმში მუშაობის შედეგად აქტიურად მიმდინარეობს“- განაცხადა ფრიდონ ფუტკარაძემ.
მაღალმთიანი აჭარისა და ხელვაჩაურის მაჟორიტარი დეპუტატი უმაღლესი საბჭოში ფრიდონ ფუტკარაძე ხულოს მუნიციპალიტეტის მერთან, ვახტანგ ბერიძესთან ერთად, ადმინისტრაციულ ცენტრებთან მისასვლელი და სოფლებთან დამაკავშირებელი გზების გაწემნდითი სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს ადგილზე გაეცნო.
ასევე, ფრიდონ ფუტკარაძე შუახევისა და ქედის მერიაში საგანგებო სიტუაციების მართვის შტაბების სხდომებს დაესწრო. სხდომებზე, მუნიციპალიტეტებში უხვი ნალექის შედეგად შექმნილ ვითარებასა და საჭიროების შემთხვევაში გასატარებელ ოპერატიულ ღონისძიებებზე იმსჯელეს.