„მნიშვნელოვანი და გასაკუთრებულია თქვენი როლი პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში, მადლობა გაწეული შრომისთვის და თითოეული გადარჩენილი სიცოცხლისთვის, აქვე ვსარგებლობ შემთხვევით და გილოცავთ დამდეგს, ვიმედოვნებ, რომ ძალიან მალე შევძლებთ ცხოვრების ჩვეულ რიტმში დაბრუნებას“ - აღნიშნა დავით გაბაიძემ მედიცინის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, რომელიც აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით გაიმართა.
უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ილია ვერძაძემ, მედიცინის მუშაკები დააჯილდოეს.
Covid-19-ის მართვაში გაწეული განსაკუთრებული წვლილისთვის რეგიონის 34 მედიცინის მუშაკი - კოვიდკლინიკების მედდები, კოვიდსასტუმროების ექიმები და ვაქცინაციის გამსვლელი ბრიგადები დააჯილდოეს.
ღონისძიებაზე ასევე წარმოდგენილი იქნა სამინისტროს მიერ 2021 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში და 2022 წელს დაგეგმილი სიახლეები.