აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ, ბათუმში, წლის საუკეთესო სპორტსმენების დაჯილდოებაში მიიღო მონაწილეობა.
დაჯილდოვდნენ სპორტსმენები, მწვრთნელები, წარმატებული გუნდები, სპორტის მასწავლებლები, სპორტული ჟურნალისტები და ვეტერანი სპორტსმენები.
გამარჯვებულ სპორტსმენებს სიგელები და ფულადი ჯილდოები გადაეცათ.
დავით გაბაიძემ სპორტსმენებს მადლობა გადაუხადა წარმატებული ასპარეზობებისთვის და იმედი გამოთქვა, რომ მომავალი წელი უფრო მეტად შედეგიანი იქნება.