20 დეკემბერი

აჭარის უმაღლესი საბჭოს აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ფრიდონ ფუტკარაძე ოფიციალური ვიზიტით უზბეკეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდა.
 ვიზიტის ფარგლებში ფრიდონ ფუტკარაძე უზბეკეთის რესპუბლიკის ხორაზმის გუბერნატორს ფარხატ ერმანოვს შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ქვეყნებს შორის სამომავლო თანამშრომლობის საკითხები, რეგიონში აგრარული სექტორის პოტენციალი და შესაძლო ინვესტიციების განხორციელების პერსპექტივები.
 კომიტეტის თავმჯდომარემ ხარიზმის გუბერნიაში მეცხოველეობის ფერმა, ჰიდროპონიკის სასათბურე მეურნეობა და სამკერვალო ფაბრიკა დაათვალიერა.
 ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრებს, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი გიორგი სურმანიძე, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მრჩეველი ჯემალ ფუტკარაძე და აგროსერვის ცენტრის დირექტორი გოჩა ბერიძე ესწრებოდნენ.

განცხადებები

დღის წესრიგი

პრეს-რელიზი