აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარეები - დავით გაბაიძე და თორნიკე რიჟვაძე, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ანგარიშს დაესწრნენ.
მთავრობის მეთაურმა 2021 წლის განმავლობაში მთავრობის მიერ გაწეული საქმიანობა შეაჯამა, ასევე ისაუბრა განხორციელებულ პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე.