ტიტე აროშიძემ შპს კავკასიის ბიზნეს სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა. აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ მათ საკანონმდებლო ორგანოს როლი და ფუნქციები გააცნო. ყურადღება გაამახვილა ქვეყნის განვითარების პროცესში ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობასა და საჭიროებაზე.
„სამოქალაქო საქმიანობასა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მომავალი თაობის ჩართულობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გზაზე. მიხარია, რომ საკმაოდ დიდი ინტერესია აჭარის უმაღლესი საბჭოს, როგორც წარმომადგენლობითი ორგანოს მიმართ და ვიმედოვნებ რომ სამომავლოდაც გაგრძელდება მსგავსი ტენდენცია“-აღნიშნა მოსწავლეებთან შეხვედრისას ტიტე აროშიძემ და მათ წარმატებები უსურვა.
შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში გაგრძელდა.