უმაღლესი საბჭოს წევრები ცოტნე ანანიძე და ფატი ხალვაში, საქართველოს პარლამენტის, აჭარის მთავრობისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად, დაბა ჩაქვში მიმდინარე ინფრასტუქტურულ პროექტებს გაეცნენ და შეკრებილ მოსახლეობას მიმდინარე და დაგეგმილი პროგრამების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერია ამ ეტაპზე ეზოების კეთილმოწყობასა და ბუკნარის ცენტრის მოწესრიგების სამუშაოებს ახორციელებს. ასევე აქტიურად მიმდინარეობს გზების ბეტონირება, სახურავების მოწესრიგება, მძლეოსნობის დარბაზის და რაგბის კომპლექსის მშენებლობა. სამომავლოდ დაგეგმილია სოფელ ბუკნარში, საგანმანათლებლო დაწესებულების რეაბილიტაცია.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოისმინეს მოსახლეობის საჭიროებები, ისაუბრეს არსებული გამოწვევების მოგვარების ვადებსა და გზებზე.