3 დეკემბერი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღეა. ჩვენს გვერდით არიან ადამიანები, რომლებსაც ყველაზე მეტად სჭირდებათ სახელმწიფოსა და საზოგადოების თანადგომა, მათი განსაკუთრებული შესაძლებლობების მაქსიმალურად რეალიზებისთვის.
აჭარის უმაღლესმა საბჭომ ამ მიმართულებით გარკვეული ღონისძიებები გაატარა. საკანონმდებლო ორგანოში მოქმედი ღია მმართველობის საბჭოს სამოქმედო გეგმით ნაკისრი ვალდებულებების შესაბამისად, უკვე სრულადაა ადაპტირებული უმაღლესი საბჭოს ოფიციალური ვებ-გვერდი, მიმდინარეობს შენობის ადაპტირება. შშმ პირთა მიმართ სოლიდარობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან ისინი ჩვენი საზოგადოების სრულუფლებიანი წევრები არიან.